იუვენტუსმა პიზადან ბარბიერი გამოისყიდა
იუვენტუსმა ტომაზო ბარბიერის კონტრაქტში მითითებული პუნქტი გაააქტიურა და ის უკან გამოისყიდა.
ბარბიერიმ გასული სეზონი პიზაში იჯარის წესით გაატარა, მისი შემდგომში 2.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც ტოსკანელებმა გუშინ გამოიყენეს და იტალიელი ფეხბურთელი გამოისყიდეს.
იუვენტუსმა თავის მხრივ ბარბიერის ხელშეკრულებაში მითითებული კონტრ-გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და ის გუნდში 3.1 მილიონის სანაცვლოდ დაიბრუნა.
ბარბიერის იუვენტუსში დარჩენა ნაკლებად მოსალოდნელია, ბიანკონერი მის გამოყენებას ტეუნ კოპმეინერსის ან რიკარდო კალაფიორის ტრანსფერებში ეცდება.