არა მხოლოდ კონტე, ელკანი არც ზიდანს ივიწყებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯონ ელკანს სურს, რომ მომდევნო სეზონში იუვენტუსმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს და ამისთვის გუნდში ტოპ დონის მწვრთნელის მიყვანა სურს.
ბოლო დღეებში იუვენტუსს აქტიურად ანტონიო კონტეს უკავშრებდნენ, თუმცა მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, კონტე ელკანის სიაში ერთადერთი სახელი არ არის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის მფლობელის ერთ-ერთი მიზანი ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლავთ, თუმცა პარალელურად ზიზუს საფრანგეთის ნაკრებსაც უკავშირებენ.

 
                 
                 
                