TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ტომორისა და ჰანცკოს ტრანსფერებზე მუშაობს

ალბერტო კოშტასა და კოლო მუანის გაფორმების შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი დაცვის ცენტრის გაძლიერებაა.

რონალდ არაუხოს ტრანსფერის ჩაშლის გამო, ვინც ბარსელონაში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა, იუვენტუსი მის ალტერნატივებზე გადაერთო.

SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსმა მოლაპარაკებები განაახლა ფეიენორდთან და დავიდ ჰანცკოს გაფორმებას ცდილობს, ამის გარდა კი ბიანკონერი მილანის ფიკაიო ტომორის თაობაზე ახალი წინადადების გაკეთებას განიხილავს.

35 views
error: დაცული კონტენტი !