TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ევროპულ წყაროებში იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება და გამოცემა TodoFichajes-ის ცნობით, ტურინულ გრანდს სერბის პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

ვლაჰოვიჩის კონტრაქტის სიტუაციის გამო, დუშანის გუნდიდან წასვლა პრესაში აქტიურად განიხილება და ყველაზე აქტიურად მას ლონდონის არსენალს უკავშირებენ.

წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში, იუვენტუსი ლაიფციგის შემტევის ბენჟამინ შეშკოს გაფორმებას ეცდება, მისი ფასი დაახლოებით 60-65 მილიონია.

29 views
error: დაცული კონტენტი !