იუვემ სიტის სავონას ფასი შეუთვალა
გასულ დღეებში იუვენტუსის ფეხბურთელი ნიკოლო სავონა მანჩესტერ სიტის არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
Tuttosport-ის ცნობით, სიტიში სავონას ხილვა პირადად პეპ გუარდიოლას სურს, ინგლისური გუნდის სკაუტები იუვენტუსის რამდენიმე მატჩს უკვე დაესწრნენ, თუმცა ამ მომენტისთვის ის სიტის პრიორიტეტული სამიზნე არ არის.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი სავონას სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს და უფრო ნაკლები წინადადების განხილვას არ აპირებს.

 
                 
                 
                