იუვენტუსმა სიტის კამბიაზოს ფასი შეუთვალა
იტალიურ მედიაში ბოლო საათებში ანდრეა კამბიაზოს მანჩესტერ სიტიში შესაძლო გადასვლა განხილვის ყველაზე აქტიური საგანია.
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), ქალაქელები ტურინულ გრანდს იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ მსუყე წინადადებას უმზადებენ, თუმცა იუვენტუსი კამბიაზოს მარტივად დათმობას არ აპირებს.
Sky Sport-ის ცნობით, ბიანკონერი ანდრეას სანაცვლოდ 75-80 მილიონ ევროს ითხოვს.