იუვენტუსმა საუთჰემპტონის სპორტულ დირექტორთან მოლაპარაკებები დაიწყო
საუთჰემპტონის სპორტული დირექტორის იოჰანეს სპორსის იუვენტუსში ხილვის შანსი იზრდება.
ტურინული გრანდი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და ბოლო პერიოდში ბიანკონერის პრიორიტეტი სწორედ 43 წლის გერმანელი სპეციალისტია და Eurosport-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
სპორს სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშობის დიდი გამოცდილება აქვს, ის აღნიშნულ პოზიციაზე მუშობდა იტალიაშიც, სადაც გერმანელი სპეციალისტი ჯენოას ედგა სათავეში და არაერთი მომგებიანი, მათ შორის მატეო რეტეგის ტრანსფერი განახორციელა, ვინც იმ დროისთვის არგენტინული ტიგრეს რიგებში თამაშობდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
