იუვენტუსმა სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედთან ჯეიდონ სანჩოს თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ნიკო გონსალესის თაობაზე გააქტიურება კრისტიანო ჯუნტოლის ხრიკი იყო, რითიც მან ტეუნ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დააჩქარა, რადგან არგენტინელის გაფორმებას სწორედ ლა დეა ცდილობს და მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30-35 მილიონის გადახდას სწორედ კოპმეიენრსის გაყიდვით მიღებული თანხით გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჯეიდონ სანჩოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და ტურინელებს წითელ ეშმაკებთან შეთანხმება გამოუვიდათ, ინგლისელი კარიერის იუვენტუსში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.