იუვენტუსმა რეტეგის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ატალანტას ფორვარდთან მატეო რეტეგისთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ტურინული გრანდი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და სერია ა-ს გასული სეზონის კაპოკანონიერე მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს რეტეგის გაფორმება 40-50 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლება.

 
                 
                 
                