TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა მსურველებს მილიკის ფასი შეუთვალა

იუვენტუსი არკადიუშ მილიკის მსურველების ძიებას აგრძელებს და Tuttosport-ის ცნობით, პოლონელი ფორვარდის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდის გაფორმების სურვილი ევერტონმა, ნიუკასლმა და რამდენიმე ფრანგულმა გუნდმა გამოთქვა.

გამოცემის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის პოლონელი შემტევის სანაცვლოდ 6-7 მილიონ ევროს ითხოვს.