ევერტონი არტურის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
კომოსთვის უარის თქმის შემდეგ, არტური ახალი გუნდის ძიებას აგრძელებს და მისი ერთ-ერთი მთავარი მსურველი ევერტონი გახლავთ.
The Mirror-ის ცნობით, ინგლისელები ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობენ და საერთ ენის გამონახვის შემთხვევაში მოლაპარაკებები იუვენტუსთან დაიწყება.
ბიანკონერი არტურის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მისი 14-15 მილიონის სანაცვლოდ გაშვების წინააღმდეგიც არ იქნება, რადგან 27 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის გეგმებში არ შედის.