TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს მაკკენის შემცვლელი შერჩეული ჰყავს

იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ცნობით, იუვენტუსმა უესტონ მაკკენის შემცვლელი უკვე შერაჩია.

ამერიკელ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება, ამიტომ სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან უფასოდ წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.

მომბლანოს ცნობით, იუვენტუსს მაკკენის შეცვლა ფეიენორდის ნახევარმცველის ქუინტენ ტიმბერის გაფორმებით სურს. მაკკენის მსგავსად, 24 წლის ფეხბურთელი უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი კონტრაქტი ნიდერლანდელებთან სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსს ტიმბერის უფასოდ გაფორმება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !