იუვენტუსმა მაკკენის კონტრაქტზე მუშაობა განაახლა
დამიენ კომოლი ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგა
და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი უესტონ მაკკენის ხელშეკრულებაა.
ამერიკელი ფეხბურთელი თავიის უნივერსალობით ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და გამონაკლისი არც იგორ ტუდორია, ამიტომ ბიანკონერი მის შენარჩუნებას ეცდება.
SportItalia-ს ცნობით, პრობლემა არა მაკკენის მიერ მოთხოვნილი ხელფასი, არამედ ფეხბურთელის აგენტის საკომისიოა, რაც მოლაპარაკებებს მხარეებს შორის ართულებს, თუმცა კომოლი ამ პრობლემის გადაჭრასა და მაკკენის შენარჩუნებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
