TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კივიორის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა არსენალთან იაკუბ კივიორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

პოლონელ მცველს არსენალში ბევრი დრო არც აქამდე ეძლეოდა და მათ რიგებში რიკარდო კალაფიორის გადასვლის შემდეგ, კივიორი გუნდის პროექტს მიღმა დარჩა, ამიტომ მისი წასვლა გარდაუვალია.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი პოლონელის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

34 views
error: დაცული კონტენტი !