იუვენტუსმა კამბიაზოს შემცვლელი შეარჩია
მანჩესტერ სიტი ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იუვენტუსს კი მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
SportItalia-ს ინფორმაციით, კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში, ვის გაშვებასაც ბიანკონერი 75-80 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, იუვენტუსი ლეჩეს ტალანტის პატრიკ დორგუს გაფორმებას ეცდება.
20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლივერპულიც იჩენს, მისი ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია. დორგუს აქტივში მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.