იუვენტუსმა მსურველებს კამბიაზოს ფასი შეუთვალა
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბარსელონას ინტერესი ანდრეა კამბიაზოს მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ბლაუგრანას რიგებში იტალიელის ხილვა პირადად გუნდის მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს სურს.
ალბანეზეს თქმით, სპალეტი კამბიაზოს მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს, ამიტომ ტურინული გრანდი მის მარტივად დათმობას არ აპირებს და მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
