იუვემ კალულუს აცნობა, რომ მის გამოსყიდვას გეგმავს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ პიერ კალულუს აგენტს აცნობა, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვას გეგმავს.
ტურინულ გრანდს ფრანგი მცველის შენარჩუნება 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რასაც მომავალში ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.
სკირას ცნობით, კალულუ იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.4 მილიონი ევრო იქნება.