TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ გონსალესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ფაკუნდო გონსალესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ურუგვაელი ტალანტი ტურინული გრანდის რიგებს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იჯარის წესით დატოვებს.

დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის პოტენციალში დარწმუნებულია, ამიტომ მისი იჯარით გაშვება და მეტი სათამაშო დროის მიცემა სურს.

ურუგვაელის მიმართ ინტერესს სერია ა-ს და ესპანური გუნდები იჩენენ.