TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ დევიდის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

კანადელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით მხარეებს შორის კონკრეტული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ჯუნტოლი მის ტრანსფერზე მუშაობას დიდი ალბათობით იანვრიდან დაიწყებს, როდესაც კანადელს პრე-კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება.