დეშამი:“ რაბიოს სიტუაცია სამარცხვინოა, იტალიასთან რთული მატჩი გველოდება“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა იტალიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
ლუჩიანო სპალეტის პრე-კონფერენცია იხილეთ აქ.
„ევროპის ჩემპიონატზე შეტევაში უსახურმა თამაშმა ევროპის ჩემპიონატზე მიზნების მიღწევის საშუალება არ მოგვცა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, მომავალში ეს პუნქტი გამოვასწოროთ. იტალიის ნაკრებში ბევრი ცვლილება მოხდა, მათ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და ვიცით, რომ წინ რთული დაპირისპირება გველოდება.
„როგორ ავხსნი იტალიის ცუდ გამოსვლას ევროპაზე ? მე ვერ მივცემ თავს უფლებას, იტალიის ნაკრების პრობლემებზე ვისაუბრო. იტალია ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად რჩება და დარწმუნბული ვარ, ევროპის ჩემპიონატის გამო ისინი კიდევ უფრო მოტივირებულები იქნებიან. იტალიასა და საფრანგეთს შორის დაპირისპირება ყოველთვის ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდის, გამონაკლისი არც ხვალინდელი შეხვედრა იქნება.
„რაბიო ? მისი სიტუაცია გარკვეულწილად სამარცხვინოა, ის გუნდის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც ნაკრების დახმარებას ვერ ახერხებს. იმედი მაქვს, ადრიენი გუნდს იპოვნის, ვარჯიშს განაახლებს და მომავალში ნაკრებსაც დაუბრუნდება.“