TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ დევიდის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ბიანკონერის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მომდევნო კვირებში კრისტიანო ჯუნტოლი კანადელის ტრანსფერზე უფრო აქტიურად მუშაობას გეგმავს.

დევიდის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ფორვარდის იანვარში ყიდვა სცადოს, რითიც გუნდი ზაფხულში ზედმეტ კონკურენციას აარიდებს თავს.