TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ და პსჟ კოლო მუანი-ვლაჰოვიჩის ბარტერს გეგმავენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო პაგანინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის მომავალთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.

ფრანგი ფორვარდი ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის გარეშე.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით კოლო მუანის შეინარჩუნებს, სანაცვლოდ კი პარიზში დუშან ვლაჰოვიჩს გაუშვებს.

პაგანინის თქმით, იუვენტუსი ინტერესს არ კარგავს ჯოშუა ზირკზეესა და ვიქტორ ოსიმენის მიმართ, თუმცა მათი ტრანსფერები დიდწილად სეზონის საბოლოო შედეგებსა და გუნდის ფინანსურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

error: დაცული კონტენტი !