იუვენტუსმა და ფიორენტინამ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და ფიორენტინა ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ფიორენტინას იტალიელი ტალანტის ნიკოლო ფორტინის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ინფორმაციით, ფლორენციელები 19 წლის მარცხენა მცველს 15 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მის გასაფორმებლად დანიელე რუგანი ან ფედერიკო გატი გამოიყენოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
