იუვენტუსმა კონსეისაუს ტრანსფერი დახურა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და პორტუ შიკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი პორტუს მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას დათანხმდა, მაგრამ ბიანკონერი ამ თანხას რამდენიმე წლის განმავლობაში დაფარავს, რაც იუვენტუსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეტი ფულის დახარჯვის საშუალებას მისცემს.
კონსეისაუ იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში დაახლოებით 3 მილიონი ევრო იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
