იუვენტუსმა ადეიემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა დორტმუნდის გარემარბთან კარიმ ადეიემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
წყაროს ცნობით, მხარეები 5-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
პრობლემა დორმტუნდის მიერ მოთხოვნილი 45-50 მილიონი ევროა, რის გადახდასაც კრისტიანო ჯუნტოლი არ აპირებს და ფეხბურთელის 35 მილიონის ფარგლებშ გაფორმება სურს.