TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მილანის მცველის ტრანსფერზე მუშაობს

არაერთი გავლენიანი წყაროს, მათ შორის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის მცველის პიერ კალულუს ტრანსფერზე მუშაობს.

24 წლის ფრანგ მცველს როგორც ცენტრში, ასევე ლატერალეს პოზიციაზე შეუძლია თამაში და ის ტიაგო მოტას გუნდისთვის იდეალური შევსება იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანა სურს, სანაცვლოდ კი მილანს 3 მილიონს სთავაზობს, მისი შემდგომში 14 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით. თავად ფეხბურთელმა ტურინში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

38 views
error: დაცული კონტენტი !