კორვინო:“ იუვენტუსმა ვლაჰოვიჩი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს“
ლეჩეს სპორტულმა დირექტორმა პანტალეო კორვინიომ, ვინც ფიორენტინაში ტექნიკური დირექტორი გახლდათ და პარტიზანში დუშან ვლაჰოვიჩი სწორედ მან აღმოაჩინა, სერბი ფორვარდის თაობაზე ისაუბრა.
„რჩევა ვლაჰოვიჩს ? ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს და ჩემი რჩევა არ სჭირდება. ის უკვე კაცია და კარგად იცის, რა არის მისთვის უკეთესი.
„ვფიქრობ, დუშანს იუვენტუსისთვის ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია, ვლაჰოვიჩი არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია, როდესაც მას ფიზიკური პრობლემები არ აქვს, იუვემ ის აურიცლებად უნდა შეინარჩუნოს.
„ვლაჰოვიჩი კლასიკური ცხრიანია და დარწმუნებული ვარ, ლუჩიანო სპალეტისთან ერთად მას გამორჩეული შედეგების დადება შეუძლია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
