იუვე ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს და იანვარში მის გაფორმებას ეცდება.
SportItalia-ს ცნობით, უახლოეს პერიოდში ზირკზეეს აგენტი მანჩესტერის ხელმძღვანელობას შეხვდება და თუ გადაწყდა, რომ ნიდერლანდელი გუნდის გეგმებში აღარ შედის, იუვენტუსს მისი გაფორმება შეეძლება.
ბიანკონერის კონკურენციას რამდენიმე გუნდი, მათ შორის ნაპოლი გაუწევს, თუმცა ზირკზეეს პრიორიტეტი ტიაგო მოტას გუნდში თამაში იქნება.