TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინას უკანახაზელი იუვენტუსის სიაში

იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაიცით, იუვენტუსი ფიორენტინას მცველის მარტინეს ქუარტას ტრანსფერით ინტერესდება.

28 წლის მცველს იანვარში ფლორენციული გუნდის დატოვება სურს და წყაროს ცნობით, მისი გაფორმების ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია.

არგენტინელი ფეხბურთელი ამ ეტაპზე იუვეს მთავარი არ არის, თუმცა თუ კრისტიანო ჯუნტოლიმ პრიორიტეტული კანდიდატები ვერ გაიფორმა, ქუარტა იაფიან ალტერნატივად მოიაზრება. ფიორენტინა მის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს.