TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ზირკზეეს იჯარით გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ჯოშუა ზირკზეეს იჯარით გაფორმებას ეცდება.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის კარიერა პრემირ ლიგაში არც თუ ისე კარგად ვითარდება. ის წითელი ეშმაკების რიგებში არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და იანვარში ტიაგო მოტას გუნდში გადაბარგების წინააღმდეგი არ იქნება.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას შესთავაზებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.