TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ზინჩენკოს ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული მედიის ცნობით, იუვენტუსი არსენალის უკრაინელი ფეხბურთელის ოლეკსანდრ ზინჩენკოს ტრანსფერით ინტერესდება.

CaughtOffisde-ს ინფორმაციით, მეთოფეებმა 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს და მისი ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსია.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი უკრაინელის გაფორმებას მსოფლიო საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე ეცდება.

ზინჩენკოს მიმდინარე კონტრაქტი არსენალთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაფორმება 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი.

42 views
error: დაცული კონტენტი !