TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჯუნტოლის გაშვებას გეგმავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სეზონის ბოლოს კრისტიანო ჯუნტოლის გაშვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ჯუნტოლის გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით კი იუვენტუსში ტიაგო მოტას მიყვანით უკმაყოფილოა და მომდევნო სეზონში მისი დარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას სხვა არც ერთი წყარო არ ადასტურებს. ჯუნტოლის იუვენტუსთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ის წლიურად გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს იღებს, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობას მისი გაშვება რომც სურდეს, ეს საკმაოდ მსუყე ფინანსურ ზარალთან იქნება კავშირში.

error: დაცული კონტენტი !