იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები სეზონის მიწურულს განახლდება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს განახლდება.
წყაროს ცნობით, დუშანს იუვენტუსში დარჩენა სურს, მაგრამ მხარეებს შორის ხელფასის, ბონუსების და აგენტის საკომისიოს თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.
იუვენტუსს ვლაჰოვიჩისთვის სეზონში 5-6 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს. გუნდი მიიჩნევს, რომ მისი არასტაბულური თამაშისა და ხშირი ტრავმიანობის ფონზე, გუნდის შეთავაზება ადეკვატურია და მისი გაუმჯობესება იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
