TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსისა და დუშან ვლაჰოვიჩის ისტორია შესაძლოა მომდევნო სეზონშიც გაგრძელდეს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, იგორ ტუდორი სერბი ფორვარდის შენარჩუნებას ითხოვს და იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩისთვის არსებული ხელფასის გადახდას არ აპირებს და თუ მას ტურინში დარჩენა სურს, გასამრჯელოს შემცირება მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !