იუვენტუსი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ წინადადების მოლოდინშია…
დუშან ვლაჰოვიჩისა და იუვენტუსის გზები სეზონის ბოლოს გაიყოფა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს სერბი ფორვარდი კარიერას.
ვლაჰოვიჩის სახელი გასულ კვირებში არაერთ გუნდს, მათ შორის ნიუკასლს და ატლეტიკოს დაუკავშირეს, თუმცა იუვენტუსისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.
Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსს იმედი აქვს, დუშანის გაყიდვას 40-45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს.

 
                 
                 
                