იუვე უახლოეს დღეებში მარიოს გაშვებას იმედოვნებს
იუვენტუსს იმედი აქვს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟოაუ მარიოს გაყიდვას შეძლებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში თავი ვერ დაიმკვიდრა, ის ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და იუვენტუსს იმედი აქვს, მის სანაცვლოდ უახლოეს დღეებში დაახლოებით 10 მილიონს მიიღებს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსმა მარიოს იჯარის თაობაზე რამდენიმე წინადადება მიიღო, მაგრამ ტურინულ გრანდს მისი არენდით გაშვება არ სურს და მარიოს საბოლოოდ გაყიდვის იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
