იუვენტუსი ტურამისა და კალულუს კონტრაქტებზე გადაერთო
იუვენტუსმა მანუელ ლოკატელისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა, თუმცა ტურინული გრანდის ხელმძღვანელობის მუშაობა აქ არ სრულდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტი მომდევნო კვირებში პიერ კალულუსა და ხეფრენ ტურამის კონტრაქტების გახანგრძლივებაა.
წყარო ცნობით, იუვენტუსს ორივე მათგანის შენარჩუნება ლოკატელის მსგავსად 2030 წლამდე სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
