TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ტურამის თაობაზე პირველ წინადადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს

დუგლას ლუისის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, იუვენტუსი კეფრენ ტურამის თაობაზე აქტიურად მუშაობას შეუდგება და ნიცასთან საერთო ენის გამონახვას უახლოეს პერიოდში ეცდება.

ტურამის მიმდინარე კონტრაქტი ფრანგებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება 18-19 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლება.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ფრანგი ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს და გუნდებს შორის მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულებას ელოდება. ტურამის მიმართ ინტერესს სხვა არაერთი გრანდი იჩენს, მაგრამ ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია.

51 views
error: დაცული კონტენტი !