იუვენტუსი ტონიოცის დაბრუნებას გეგმავს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსიდან დამიენ კომოლის წასვლა ლუჩიანო სპალეტის გამარჯვებას ნიშნავს.
წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების მთავარი მიზეზი მისი სპალეტისთან ცუდი ურთიერთობა გახდა.
კომოლის წასვლის შემდეგ, იუვენტუსი მატეო ტონიოცის გუნდში დაბრუნებას გეგმავს, მისი ტურინში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტისა და ჯორჯო კიელინის სურთ. ის გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას ლუჩიანო სპალეტისთან ერთად განკარგავს, ხოლო კომოლის სავარაუდოდ ჯოვანი კარნევალი ჩაანაცვლებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
