TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ტოდიბოს ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჟან-კლერ ტოდიბო იუვენტუსის რიგებს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეუერთდება.

ნიცასა და ტურინულ გრანდს შორის ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და დიდი ალბათობით ფრანგი იუვენტუსში ფასიანი იჯარით გადაბარგდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

იუვენტუსს 24 წლის ფრანგი მცველის გაფორმება საერთო ჯამში დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდება.