იუვე სუზუკის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პარმას შორის ზიონ სუზუკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს, თუმცა იაპონელის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია, სადაც ის ნომერ პირველ კიპერად მოიაზრება.
ლუჩიანო სპალეტიმ სუზუკის ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო, მწვრთნელი იაპონელის ფეხით თამაშის უნარით კმაყოფილია და მისი გუნდში ხილვა სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
