TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სულეს თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა მატიას სულეს თაობაზე რამდენიმე კარგი წინადადება მიიღო, თუმცა ჯერჯერობით ტურინული გრანდი არც ერთი მათგანის მიღებას არ აპირებს.

Tuttomercato-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გადახდის სურვილი რამდენიმე გუნდმა დააფიქსირა, მაგრამ იუვენტუსი ახალგაზრდა ტალანტის 35-40 მილიონზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს.

სულეს მიმართ ინტერესს რომა და რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტიაგო მოტამ მისი ტრანსფერი დაბლოკოს და მატიასი მომდევნო სეზონში ტურინული გრანდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს.

35 views
error: დაცული კონტენტი !