იუვე სულეს შენარჩუნებას გეგმავს
ტიაგო მოტას თხოვნით, იუვენტუსი მატიას სულეს შენარჩუნებას სერიოზულად განიხილავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მოტას მინიმუმ სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ფეხბურთელის დარჩენა და მისი შესაძლებლობების შეფასება სურს, ამიტომ ბიანკონერი მომდევნო კვირებში ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დიანტერესებული მხარე 40 მილიონ ევროს გადაიხდის.
წყაროს ცნობით, მოტას გუნდში დარჩენა ფედერიკო კიეზას ტურინული გრანდიდან წასვლის შანსს კიდევ უფრო ზრდის.