იუვე სტოუნსის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონ სტოუნსის გაფორმებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ფეხბურთელის გამოცდილებასა და კლასს აფასებს და მიიჩნევს, რომ ინგლისელი იუვენტუსის დაცვას გააძლიერებს.
სტოუნსი თავისუფალი აგენტია და მისი გაფორმება უფასოდ არის შესაძლებელი. იუვენტუსი ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას მას შემდეგ გეგმავს, როდესაც ინგლისი მუნდიალიდან ევროპაში დაბრუნდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
