იუვენტუსმა ტონალისა და სილვას ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო
ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ის ცნობით, იუვენტუსმა სანდრო ტონალისა და ბერნარდო სილვას ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო.
ტურინული გრანდი ზაფხულში ნახევარდაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და ტონალი-სილვას დუეტი ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
წყაროს ცნობით, სილვას ტრანსფერი იუვენტუსს გაცილებით გაუმარტივდება, რადგან ის სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ტონალის გაფორმება კი მინიმუმ 80 მილიონი ევრო დაუჯდება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
