იუვე ბერნარდო სილვას სიტუაციას აკვირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერით ინტერესდება.
პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და ის ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი 31 წლის ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას ეცდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ფავორიტად ბენფიკა მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
