იუვე შეტევის გასაძლიერებლად ედინ ჯეკოს განიხილავს
იუვენტუსი იანვარში შეტევის გასაძლიერებლად იაფიან ვარიანტებს ეძებს და ერთ-ერთი კანდიდატდი ედინ ჯეკო გახლავთ.
Tuttomercato-ს ცნობით, 39 წლის ბოსნიელი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
გამოცემის ინფორმაციით, ფიორენტინა მზად არის, ვეტერანი ფეხბურთელი იანვარში უფასო იჯარით გაუშვას. სპალეტის ჯეკოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს და მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
