TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი შესაძლოა გუნდის ხელმძღვანელობამაც დატოვოს…

ტიაგო მოტას შემდეგ, იუვენტუსის რიგები შესაძლოა კრისტიანო ჯუნტოლიმ და გუნდის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო სკანავინომ დატოვონ.

იტალიური წყაროების ცნობით, ჯონ ელკანი მათი მუშაობით, პირველ რიგში არჩევანის ტიაგო მოტაზე შეჩერების გამო, ამის გარდა კი ელკანი ტურინული გრანდის ახალგაზრდა ტალანტების, მათ შორის ჰეისენის, ფაჯოლის და კინის გაშვებით უკმაყოფილოა და ამ ყველაფერში დიდწილად კრისტიანო ჯუნტოლის ადანაშაულებს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ საკლუბო მუნდიალის დასრულების შემდეგ იუვენტუსის ხელმძღვანელობაშიც დიდი ცვლილებები მოხდეს.

error: დაცული კონტენტი !