იუვენტუსი სენესის აგენტთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
იუვენტუსსა და მარკოს სენესის აგენტს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
ტურინული გრანდი სენესის გუნდის დაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს, თუმცა ფეხბურთელის გასაფორმებლად იუვენტუსს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, არგენტინელი მცველი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – სეზონში 5 მილიონი ევროა, იუვენტუსი ამ მომენტისთვის მას 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
