იუვე სასუოლოსთან მატჩში მუჰარემოვიჩს დააკვირდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე ტარიკ მუჰარემოვიჩია.
იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ნეროვერდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. მომდევნო შეხვედრაში გუნდის წარმომადგენლები 23 წლის ფეხბურთელს დააკვირდებიან.
მუჰარემოვიჩის კონტრაქტის მიხედვით, იუვენტუსს მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 50 პროცენტი ერგება, ამიტომ ბიანკონერის ახალგაზრდა მცველის დაბრუნება განახევრებულ ფასად შეეძლება.
სასუოლო მუჰარემოვიჩის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
